23 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
"თუ დადასტურდა, რომ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ,“-გედევან ფოფხაძე

„თუ დადასტურდა, რომ პატრიარქის მაგინებელს ხმა მისცა უმრავლესობამ, თუ დადასტურდა, რომ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ,“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.

ფოფხაძის თქმით, მან ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხარი არ დაუჭირა. მისი შეფასებით, მართლმადიდებელი ღირებულებებისთვის ბრძოლა ღირს. გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მზად არის ყველა პარტიული თანამდებობა დატოვოს.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია. კენჭისყრა სხდომათ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს კი პარლამენტის 55-მა წევრმა გამოუცხადა მხარდაჭერა, 12-მა კი - მხარი არ დაუჭირა. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ოსიპოვას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი წავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები