08 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა 

ინციდენტი ჭიათურის მაღაროში - დაშავებულია ერთი მუშა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.  დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მან დაზიანება ხელის არეში მიიღო.

ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობას დღეს დაიწყებენ.

მათ უნდა დაადგინონ, რა გახდა მუშის დაზიანების მიზეზი და ხომ არ მომხდარა უსაფრთხოების ნორმების ან შრომითი უფლებების დარღვევა.

დღის ამბები