ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმსა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ, თანამდებობებზე კი დირექტორი თავის მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავს.
მებაღეები ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეხვდნენ და სარგოს მომატებასთან დაკავშირებით დაპირებები მიიღეს.
„ორი წელია გვპირდება, რომ იქნება ხელფასების დამატება ამის მაგივრად შეიქმნა სრულიად უსარგებლო დეპარტამენტი, განაწილდა დიდი ხელფასების იმ დეპარტამენტში,“- ამბობს ბაღის თანამშრომელი.
დირექტორი ირაკლი არჩაია ბოტანიკური ბაღის მიღწევებზე საუბრობს და უარყოფს ნათესავებისა და ახლობლების დასაქმებას.
„წლევანდელ წელს გავაკეთეთ შიდა ოპტიმიზაცია, არანაირი რეორგანიზაცია და შემცირება არ მომხდარა. ჩამოვაყალიბეთ ახალი განყოფილებები, რომელიც გულისხმობს თავის თავში, რომ ბოტანიკურ ბაღში მენეჯმენტის მართვა იყოს უფრო ეფექტური. არცერთი ჩემი ნათესავი, ახლობელი, ბოტანიკურ ბაღში არ მუშაობს“ -ამბობს ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია.