17 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
მართლმადიდებელთა რწმენით, იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მართლმადიდებელთა რწმენით, იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მანამდე ძველ ქალაქში მოეწყო არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, ტრადიციულად, პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას - ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლი გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები