03 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
საბერძნეთის ქართული დიასპორა პასპორტების ღირებულებას აპროტესტებს

საბერძნეთის ქართული დიასპორა პასპორტების ღირებულებას აპროტესტებს.

ქართული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საბერძნეთში და საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან. დიასპორის წარმომადგენლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს არსებული ხარვეზი გამოასწორონ.

საბერძნეთის საკონსულოებში საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება 124 ევრო ღირს. დიასპორის წარმომადგენლები პასუხს იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან.

„საქართველოს მოქალაქის პასპორტი უცხოეთში ჯდება 124 ევრო და 83 ცენტი დაახლოებით. მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოში იმავე დღეს ჯდება მაქსიმუმ 205 ლარი. შესაძლებლობების და ადგილმდებარეობის მიუხედავად საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ნორმა გასწორდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან,“- განაცხადა საბერძნეთის ქართული დიასპორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა.

დღის ამბები