22 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ - გედევან ფოფხაძეს პრემიერი დაბრუნებას სთხოვს, ირაკლი კობახიძე კი მკაცრად აკრიტიკებს

განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“  - გედევან ფოფხაძის მიერ წამოწყებულ სკანდალში უკვე მმართველი პარტიის ლიდერებიც ერთვებიან. პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი განცხადებებით ღიად ადასტურებენ, რომ საპირისპირო პოზიციებზე დგანან. მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ფოფხაძეს ხვდება და სთხოვს არ წავიდეს უმრავლესობიდან, ირაკლი კობახიძე დეპუტატს კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გედევან ფოფხაძეს რელიგიური თემით მანიპულირებაშიც დასდო ბრალი.

პარლამენტის თავმჯდომარის შავ სიაში გედევან ფოფხაძესთან ერთად ყველა ის დეპუტატი მოხვდა, ვინც უმრავლესობის წევრები საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო გააკრიტიკა.

გედევან ფოფხაძის მიმართ პარტიის თავმჯდომარის და აღმასრულებელი მდივნის ამ რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებებს „ქართული ოცნების“ შესაბამისი დაჯგუფებებიც იზიარებენ. მაგალითად, ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევენ საკუთარ თავში ეძიოს პრობლემა. მამუკა მდინარაძე და დავით მათიკაშვილი კი პირიქით კობახიძის დამოკიდებულებას იზიარებენ და კრიზისის პროვოცირებაში გედევან ფოფხაძეს ადანაშაულებენ.

დღის ამბები