21 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - ამ თემებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრებს.

მიხელ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობასა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დააფიქსირებს „ევროპის სახალხო პარტიის“ წინაშე ამ პოზიციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როდესაც მზადება იწყება ევროპული არჩევნებისთვის და შესაბამისად ჩვენი პოზიციები, მათ შორის რეგიონალურ საკითხებზე უნდა აისახოს „ევროპის სახალხო პარტიის“ სამოქმედო გეგმაში,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. მიხეილ სააკაშვილი სხვადახვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპარლამენტარებთან საუბრის ერთ ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია და ის საფრთხეები იყო, რომელიც რუსეთისგან რეგიონს ემუქრება. 

დღის ამბები