22 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
800 გაუქმებული რეისი - გერმანიაში "ლუფთჰანზა"-ს თანამშრომლები გაიფიცნენ

თანამშრომლების გაფიცვის გამო, ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" 800 რეისი გააუქმა.

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიასთან დაკავშირებული კერძო ფირმების თანამშრომლები, ხელფასების მომატების მოთხოვნით, დღეს სამსახურში არ გამოცხადდებიან.

გერმანიის პროფესიულ კავშირ "Verdi"- ის ინფორმაციით, გაფიცვა ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში , მათ შორის ფრანკფურტში, მიუნხენში , კიოლნსა და ბრემენშია დაგეგმილი.

შეფერხება საერთო ჯამში 90 000-ზე მეტ მგზავრს შეეხება, ხვალიდან კი ფრენები გეგმის მიხედვით შესრულდება.

დღის ამბები