03 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
"შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცილებით მეტია გასაკეთებელი" - მინისტრებმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ტყიბულში, მინდელის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს. ექვსი დაღუპულიდან ხუთს დღეს კრძალავენ. 

მინისტრებმა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. 

„ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო თითოეულ მათგანს. შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, ვიდრე დღეს კეთდება, ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადგილებს, სადაც შრომა ყველაზე მეტად რისკის შემცველია,“- განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

დამსაქმებელთა პასუხისმგებლობაზე ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

„ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დამსაქმებლების როლი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში ძალიან დიდია და ზოგადად, ალბათ, საზოგადოებისაც. ჩვენ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სამუშაო პირობები იყოს დაცული, თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები