21 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
თბილისში "როსსელხოზნადზორ"-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

კურიერის ინფორმაციით, თბილისში ცოტა ხნის წინ "როსსელხოზნადზორ"-ის  წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, რუსული ორგანიზაციის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტი აზიური ფაროსანას გავრცელების საკითხს უკავშირდება.

კურიერის ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები არიან. ისინი, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ იმ შეხვედრებში, რომელიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დაგეგმილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

2 აპრილიდან, ფაროსანას გავრცელების რისკის მიზეზით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ყველა სახის ბოსტნეულისა და ხილის შეტანა აკრძალა. 

“როს სელხოზ ნადზორის" წარმომადგენლებმა კი გამოთქვეს ეჭვი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ფაროსანას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიზანმიმართულად ავრცელებენ. ფიტოსანიტარული სამსახურის განცხადებით, საქართველოში ორი ამერიკული ლაბორატორია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

 „როსსელხოზნადზორის“-ის  წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ ფაროსანას მოგროვებისთვის გალის მოსახლეობას ფულადი ჯილდოც დაუწესეს. რაც შეეხება ექსპერტების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტს, მათ დარღვეული აქვთ "კანონი ოკუპაციის შესახებაც".

დღის ამბები