22 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს - დეპუტატი კობახიძე-მდინარაძეს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებაზე დეპუტატები ღიად საუბრობენ. „ქართულ ოცნების“ დეპუტატები პირობითად გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებად დაიყვნენ.

დეპუტატების იმ ნაწილს, ვინც ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს თანამდებობიდან წასვლას ურჩევს და მმართველი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს, დღეს ბექა ნაცვლიშვილიც შეურთდა.

"სოციალ-დემოკრატების" წევრი, იზიარებს დავით ჭიჭინაძის პათოსს და ფიქრობს, რომ კობახიძისა და მდინარაძის პოზიციები არასწორი იყო, რადგან მათ ერთობის შენარჩუნების ნაცვლად ნაპრალი გაზარდეს.

ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვება ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მოხდეს.

„დავით ჭიჭინაძის კომენტარს რაც შეეხება გარკვეული თვალსაზრისით ვიზიარებ იმას, რომ ზოგადად არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა თითქოს ამ საერთო კონტექსტში ვერ ჯდებოდნენ ეს არ მიმაჩნია სწორად. იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება ყველაზე ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე მმართველ გუნდთან.

თუ ვინმე უნდა გასულიყო მაშინ ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებებია. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ახლა არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს.

ოდნავ მაინც განცდა რომ გამიჩნდეს, რომ ვიღაცას ვინმე მიტმასნილი ჰგონია გუნდთან და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბირთვია... და ამ ბირთვზე მიტმასნილი ჰგონია სხვა ადამიანები - პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები უმრავლესობას დატოვებენ“-აცხადებს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები