20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - "ქართული ოცნების" ლიდერების მიმოწერა

კურიერს ქართული ოცნების ლიდერების მიმოწერა ხელში ჩაუვარდა, რომელიც პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს.

მიმოწერიდან ირკვევა, რომ მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა და პრემიერ კვირიკაშვილი კობახიძის მხარდამჭერ რამდენიმე დეპუტატზეა გაბრაზებული.

რას წერს გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს და რას პასუხობს ირაკლი კობახიძე პარტიის ლიდერს, ამის შესახებ ვრცლად 21:00-საათზე, შაბათის კურიერში ნახავთ.

ქართულ ოცნებაში არსებული დაპირისპირების შესახებ პირველად გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ გახდა საჯაროდ ცნობილი, როდესაც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მოგვიანებით გუნდში არსებულ პრობლემებზე სხვა დეპუტატებიც ღიად ალაპარაკდნენ. 

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების რიგებში დისციპლინის გამკაცრება დაანონსა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში მისი დასაყრდენი ჯგუფიც დაასახელა. 

დღის ამბები