26 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მანქანა დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე მანქანა დაიწვა. როგორც ცნობილია, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

დღის ამბები