22 დეკემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა" - ვანო ზარდიაშვილი

პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მხრიდან თავის დროზე ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტს, რომელსაც 25 წლის გოგოს მკვლელობა ედება ბრალად.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ  შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული . შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ ,რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს  კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვეფხია ბაქრაძე 2015 წელს დააკავეს, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა. 2017 წელს მან საპყრობილე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. 13 აპრილს  კი გამოძიების ინფორმაციით ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით გერს , 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გამოჭრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები