24 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
"ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს" - მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზზე საუბრობენ

მშობლები ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში ანალიზის პროცედურის ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ანალიზის ჩასატარებლად ბავშვებს ძალით ხდიდნენ საცვალს.

მშობლების ინფორმაციით, ექიმები მას შემდეგ შეჩერდნენ, როცა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ.

მე-14 საბავშვო ბაღის დირექციაში, ასევე ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში ადასტურებენ, რომ ბავშვებს მართლაც ერთმანეთის გვერდიგვერდ უტარებდნენ პროცედურას.

ბათუმის ბაღების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა შამილიშვილი ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„არცერთ ბავშვს არ უტირია, პირიქით, პროცედურა ხალისიანად ჩატარდა, თამაშ-თამაშით. ეს ახალი არ არის ჩვენთვის, ჯანდაცვის სამინისტროს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება პარაზიტულ ჭიებზე გამოკვლევა, არასდროს ყოფილა ასეთი გართულება. ბავშვმა იტირა პროცედურის დასრულების შემდეგ, მშობელმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს დაკავშირებულია გამოკვლევასთან,“- განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

შემთხვევას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები