ერევნის საფრანგეთის მოედანზე, რომელიც დემონსტრანტებმა დილით გადაკეტეს, მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორიაზე ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.
ადგილზე სამართალდამცველები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან. ერთსაათიანი გადაკეტვის შემდეგ საფრანგეთის მოედანი სამართალდამცველებმა გახსნეს და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ერევნის ქუჩებში მოძრაობა დაიწყეს და ისინი ხალხს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზეც იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტი და პრემიერის სასახლე მდებარეობს. დემონსტრანტების თქმით, სერჟ სარქისიანის ხელისუფლება ქვეყნისთვის გამანადგურებელია.