19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
სოფელ ნაღობილევში მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ 

სოფელ ნაღობილევში მოკლული ახალგაზრდის ახლობლებმა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ.

18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ბრალდებულს მოსამართლემ მუხლი შეუცვალა, რის გამო 45 წლის მამაკაცს სასამართლომ მხოლოდ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მკვლელობა გასული წლის აგვისტოში მოხდა. 

აქციის მონაწილეები, განაჩენის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

დღის ამბები