18 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
არაფერია საწყენი... ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს - ვოლსკი ჭიჭინაძეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გუშინ ჭიჭინაძემ ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟ მგელს, "აკილას" შეადარა და თქვა, რომ ეტყობა მას აღარ შეუძლია იმის გამორკვევა რა არის კორექტული და რა არა.

ვოლსკი ამბობს, რომ თანაგუნდელისგან ეს შედარება არ სწყენია, თუმცა მისი აზრით, ღია ეთერით თანაგუნდელებზე საუბარი სწორი არ არის.

„არაფერი საწყენი ამაში არ არის, უბრალოდ ერთ დერეფანში დავდივართ ერთად ვართ ვხედავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს. არც ჩემსა და დავითს შორის და არც სხვებს შორის , ეს არის მთელი ამოცანა და იდეა, იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს უახლოეს პერიოდში.

მე ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“- ამბობს ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები