20 აგვისტო 2018,   13:16
ვრცლად
ლანჩხუთის მოსახლეობა "ჰაიდელბერგ ცემენტის" წინააღმდეგ-ადგილობრივები მტვერზე და ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობენ

გურულები "ჰაიდელბერგ ცემენტის" წინააღმდეგ - სუფსაში მოქმედი ქარხნის ადმინისტრაციული შენონის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა. მათი მტკიცებით, ქარხნის მუშაობიდან გამომდინარე სოფელ ტაბანათსა და სუფსაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცემენტის მტვერი ანადგურებს მოსავალს და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. იმ შემთხვევაში თუ კომპანია არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის, მოსახლეობა რადიკალური ქმედებებით იმუქრება.  

დღის ამბები