20 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
ვითარება ერევანში - ევროკავშირი სომხეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სომხეთის ხელისუფლებას აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ბრიუსელი ოფიციალურ ერევნისგან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და შეკრებისა და აზრის გამოხატვის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას ელოდება.

"ყველა, ვინც მათი კანონიერი უფლების რეალიზაციის დროს დააკავეს , დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ"-წერია განცხადებაში.

ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ფაქტების გამო
შეშფოთება გამოთქვა სომხეთში შეერთებული შტატების საელჩომაც და მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები