20 ოქტომბერი 2018,   13:45
ვრცლად
ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ვალდებულებებისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი კონტრიბუცია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში - იზორია 

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 97-ე სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით უკვე მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალიმ ნატო საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. 

სემინარის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. 

ლევან იზორიამ ნატოს მიერ განსაზღვრული ამოცანების მიღწევებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეირაღებული ძალების სამშვიდობო მისიებში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

„პირველ რიგში ჩვენ ერთობლივი მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები საუბარია, ნატო-საქართველოს შეფასებისა და წვრთნების ერთობლივ ცენტრზე, რომელიც თავის პრაქტიკულ ამოცანებს წარმატებით ასრულებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით, ერთგული იმ ვალდებულებებისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი კონტრიბუცია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზარმაზარ საქმეში.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობა და ჩვენ ამ ვალდებულებას მომავალშიც ერთგულად გავაგრძელებთ“- განაცხადა ლევან იზორიამ.

სემინარზე სიტყვით გამოვლენ ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ამავე თემაზე
დღის ამბები