26 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილო კორეის ერთობლივი სამიტის წინ სეულმა საზღვარზე პროპაგანდის ტრანსლირება შეაჩერა

სამხრეთ და ჩრდილო კორეის ერთობლივი სამიტის წინ სეულმა საზღვარზე პროპაგანდის ტრანსლირება შეაჩერა. სპეციალური აპარატურით საზღვარზე მუსიკას და ახალ ამბებს გადასცემენ, სადაც ძირითადად, ფხენიანის რეჟიმია გაკრიტიკებული.

პროპაგანდის მიზანი საზღვარზე მყოფი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ორივე კორეის ლიდერთა შეხვედრა 27 აპრილსაა დაგეგმილი.

სამხრეთ კორეა იმედოვნებს, რომ პროპაგანდისტული მაუწყებლობის შეწყვეტა საზღვარზე მოლაპარაკებების ატმოსფეროზე დადებით გავლენას მოახდენს. 

დღის ამბები