„ევროპულ საქართველო“ სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ნაჩქარევი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სერგი კაპანაძეს მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა მოჰყავს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოსთვის საზიანოა. ის ასევე მოუწოდებს უშიშროების საბჭოს, რომ სრულ მზადყოფნაში იყოს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ვითარება დაიძაბება,საქართველომ ადექვატური რეაგირება შეძლოს.
„ჩვენ რა თქმა უნდა უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთთან ამიტომ აჩქარებული განცხადებები, რომლის სამწუხარო მაგალითი უკვე იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, მილოცვას ვგულისხმობ, რომ ასეთი რაღაცეები არ განმეორდეს და ისედაც, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთში ვითარება დაიძაბა, განსაკუთრებით ყარაბაღში, რომ ჩვენ შევძლოთ ადექვატური რეაგირება საფრთხეებზე,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში სერჟ სარგსიანი გადადგომით დასრულდა. პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ერთ კვირიანი მუშაობის შემდეგ მთავრობის მეთაური იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. სარგსიანთან ერთად გადადგა მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით.