13 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს - ცესკო

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

მისი თქმით, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე არც ერთ საარჩევნო უბანზე რაიმე პრობლემა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.

“20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე. 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.


დღის ამბები