13 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
ხანძარი ფურტიოს ტყეში - შუახევში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

შუახევში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა  - ცეცხლი
სოფელ ფურტიოს ტყეს უკიდია.

ადგილობრივ ხელისულებაში აცხადებენ, რომ  ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ქრობის პროცესში ადგილობრივებთან ერთად ხულოს, ქედის და შუახევის მეხანძრე მაშველები არიან ჩართულები.

ხანძარი დაახლოებით სამი ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები