13 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ დაიცავს, 13%-ს კი მიაჩნია, რომ რუსეთი - NDI

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.

კითხვაზე რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ - შედეგები ასე გადანაწილდა.

აშშ - 30%

საქართველო - 17%

რუსეთი - 13%

აზერბაიჯანი - 3%

თურქეთი - 2%

გერმანია - 1%

არც ერთი - 13%

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები