13 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად 59% თვლის - NDI

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2018 წლის მარტის კვლევის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად გამოკითხულთა 59% თვლის, ხოლო 37% თვლის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.

შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას: ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა? - NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსაზრებას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოკითხულთა 52% თვლიდა.

ეროვნული უსაფრთხოების მხრივ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ თვლის გამოკითხულთა 37%, შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წლის აპრილის გამოკითხვის მიხედვით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ თვლიდა გამოკითხულთა 43%.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

დღის ამბები