19 დეკემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"ღია პლატფორმა" - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია ერთმანეთთან პაექრობაზე უარს იტყვის 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხების ირგვლივ ოპოზიცია გაერთიანდა. გაერთიანების მთავარი გზავნილები და მიზნები "ღია პლატფორმის" მონაწილეებმა ამსტერდამის შემდეგ თბილისში გაასაჯაროვეს. 6 ოპოზიციური პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად თანხმდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამისთვის საჭიროა, პრეზიდენტობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი შეირჩეს.

ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით შეირჩევა, აქცენტი კი ახალ სახეებზე გაკეთდება. პლატფორმის წევრები მთავარ გზავნილზეც შეთანხმდნენ. პირველად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიცია ერთმანეთთან პაექრობაზე უარს იტყვის და მთავარი მიზანი ერთიანი ძალით, ხელისუფლების დამარცხება იქნება.

"ღია პლატფორმაში“ გაწევრიანებისა და ოცნების ხელისუფლების დამარცხების ირგვლივ გაერთიანების შეთავაზება ყველა პროდასავლურმა პარტიამ მიიღო.

ერთ-ერთი პირველი ღიად თანამშრომლობა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან ყოფილ თანაგუნდელებს შესთავაზა. „ევროპული საქართველო“ ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს, რადგან პარტიაში ფიქრობენ, რომ მიზნის მისაღწევად მათი ხედვები სრულიად განსხვავებულია.

კოალიციურ გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან "თავისუფალი დემოკრატები," თუმცა არ გამორიცხავენ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატს მხარი დაუჭირონ. აღმოჩნდებიან თუ არა ღია პლატფორმაში „რესპუბლიკელები,“ ეს ცოტა ხანში გაირკვევა.

 

დღის ამბები