20 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
მომაკვდინებელი გაურკვეველი ნარკოტიკი - სამი ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა 

ამ დრომდე მძიმეა იმ სამი ახალგაზრდის ჯანმართელობის მდგოამრეობა, რომლებიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ნარკოტიკული საშუალების, სავარაუდოდ, „მეფედრონის“ მოხმარების შედეგად მოხვდნენ. ყველა მათგანი, რეანიმაციაში, მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, განსაკუთრებით კრიტიკულია ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა.

„სამი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იმიტომ, რომ გახანგრძლივებული ჰიპოქსიით არის შემოყვანილი კლინიკაში. ჰერმოდინამიკის რღვევით. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, დადებითი დინამიკით,“-განაცხადა ალადაშვილის კლინიკის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, მეფედრონი - იგივე აბაზანის მარილი ხშირ შემთხვევაში სხვა კლუბური ნარკოტიკის სახელით იყიდება და მომხმარებლებმა არ იციან, რომ მისი მიღება შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები