02 მარტი 2025,   14:11
ვრცლად
ოსიაურის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა შეჩერებულია - მუშები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის ოსიაურის მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი ყოველდღიური ხელფასი 18-20 ლარია, ისინი არ სარგებლობენ დღის განმავლობაში შესვენებით და არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა.

      დამქირავებელი ჩინური კომპანია "სინო ჰიდროა", რომელიც მაგისტრალზე სამუშაოებს აწარმოებს. დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებაც საუბრობენ.

      „დასვენების დღე არ გააჩნიათ და არ არსებობ კონტრაქტი. არ მივლენ სამუშაოდ სანამ არ მოხდება მოლაპარაკება, არ გაფორმდება შეთანხმება სანამ პირობებს არ დაუკმაყოფილებენ. ელემენტარული მოთხოვნებია, რომელსაც არ აკეთებს ეს ჩინური კომპანია მერამდენე წელია“- აცხადებს სატრანსპორტო პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია.

      დღის ამბები
      მეტი