19 დეკემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კობახიძე -"ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. პარტიის მმართველ ორგანოს ახალი წევრები ჰყავს, რომელსაც პარტია ყრილობაზე დაამტკიცებს.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა  კახი კალაძემ გააკეთა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში თავად კალაძეც არის. 

პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.

პარტიის მმართველი ორგანო მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა, რომელიც სხდომას თავადაც დაესწრო. 

პოლიტ საბჭოს ძველი შემადგენლობა დატოვა ზვიად გოგაძემ, რომან კაკულიამ, თემურ ჭკუასელმა, ირაკლი სესიაშვილმა, სოფო კილაძემ, ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ და აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები