20 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
ვერც პროკურატურისთვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უმრავლესობამ ვერ გაბედა - გიორგი აბაშიშვილი

"ვერც პროკურატურისთვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უმრავლესობამ ვერ გაბედა," - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართული ოცნების წევრების განცხადებებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ამბობს, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტს მარგველაშვილის შიში აერთიანებს, თუმცა, კონკრეტული ბრალდებების ფაქტობრივი დასაბუთება ვერ გაბედეს.

„სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს, მონაწილეობა მიეღო საქართველოს პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიშის გამო, მათ უმძიმესი ბრალდებები, კორუფციასთან დაკავშირებით, წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს, რაზეც ჩვენს მოწოდებაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ, თუ ასეთ ბრალდებებს ამბობდნენ, ან იმპიჩმენტი მოეწყოთ, მათ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გაბედეს,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.

ამ განცხადებით მარგველაშვილის ადმინისტრაცია მმართველი გუნდის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უმრავლესობა ირაკლი კობახიძის ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების საგამოძიებო უწყებაში წარდგენას არ აპირებს.

„ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დებატები საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, ყველა შეფასება, რაც გაკეთდა იყო პოლიტიკური შინაარსის და არანაირად სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან დაკავშირებით, არც პრეზიდენტის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გამოვრიცხავ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.  

დღის ამბები