26 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - დიდი რაოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით გოგონა დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით დიდი რაოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა გოგონაა დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში ჩატარდა. შინაგანს საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სანდრო წყარო სამართალდამცავი უწყებიდან "კურიერს" უყვება, რომ ოპერაცია ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ  გოგონას სამართალდამცავები დიდი ხანი ელოდებოდნენ და ის გამოჩენისთანავე აიყვანეს.  

„როგორც ჩანს ჩაშვებული იყო, იმიტომ რომ აქ დახვდნენ და ისე აიყვანეს,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულს თან ნარკოტიკული საშუალება ბიო ჰქონდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით სამართალდამცავებმა ის მანქანაც დალუქეს, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა. 

რაც შეეხება დაკავებულს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ამ უბანში არ ცხოვრობდა და ვისთან მიდიოდა მათთვის უცნობია.

დღის ამბები