17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
თუშეთის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 ათასი კუბური მეტრის კლდის ნაწილია ჩამოწოლილი, რამაც ალაზნისწყლის შეგუბება გამოიწვია.

ამ ეტაპზე დაგუბებულ ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშოები კვირის ბოლოს დაიწყება.

„მეწყერი გაფართოვდა, ჩამოვიდა უფრო მეტი. ჩვენ კვირის ბოლოს მივადგებით იმ მეწყერს. მთლიანად ჩაკეტილია გზა, მანქანები არ მოძრაობენ, საფრთხე არ არის, მაგრამ მუშაობას რომ დავიწყებთ მერე იქნება საფრთხე მაგას ვერავინ იტყვის როდის გაიხსნება“- აცხადებს შპს ”გერალის“ დირექტორი ტარიელ წიკლაური.

დღის ამბები