19 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
პოლიციამ ვალერი კვარაცხელია და აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ვაკის პარკში ვალერი კვარაცხელია და კიდევ ორი პირი დააკავეს.

"კომუნისტური" და "სოციალისტური პარტიის" წევრები ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

ვალერი კავარაცხელიამ ერთ-ერთ ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც სამოქალო ორგანიზაციის წევრის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.

 

დღის ამბები