21 მაისი 2024,   04:22
ვრცლად
ქურდობა ბათუმში - დამნაშავეებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემდეგ ბლოკებზე შეაყენეს

ქურდობის ფაქტი ბათუმში - აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩერებული მანქანა მფლობელს გაქურდული დახვდა. დაუდგენელმა პირებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსნეს. ავტომობილი ვიზუალურად არ არის დაზიანებული, ქურდებმა საბურავების მოხსნის შემდეგ ის ბლოკებზე მოათავსეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები