18 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
"როდესაც პარლამენტთან ამდენი ახალგაზრდობა მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, აქ ვიყოთ" - რომან გოცირიძე

"როდესაც პარლამენტთან ამდენი ახალგაზრდობა მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, აქ ვიყოთ. ე.ი. მათ აქვთ პრეტენზია პარლამენტისადმი, მთავრობისადმი, იმ ნარკოპოლიტიკისადმი, რომელი ქვეყანაში ტარდება,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გააკეთა, სადაც კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა რომან გოცირიძეს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ცოტა ხნის წინ რუსთაველზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები