19 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"კალაძის ნომერი არ მაქვს, ვერ დავურეკავ" - სერგი გვარჯალაძე რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა

„ასეთი სიტუაცია დამაზიანებელია ქვეყნისთვის,“- ეს განცადება ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ გააკეთა, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან მივიდა, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მისი თქმით, კლუბების ტერიტორიაზე სამართალდამცველების მოქმედების ფორმა მისთვის მისაღები არ არის. 

„ეს ფორმა, რომელიც მესამე საათია, ვყურებთ, არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია, ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას,"- აღნიშნა გვარჯალაძემ. 

პოლიტიკური მოძრაობა - „გირჩის“ დამფუძნებელმა სერგი გვარჯალაძეს სთხოვა, რომ ზემდგომებისთვის დაერეკა, რაზეც გვარჯალაძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის ნომერი არ აქვს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები