სასმაართლოს განჩინების საფუძველზე 5 კლუბი ერთი დღით დაილუქება, ესენი:"კაფე გალერი," შპს"როკიტ," ღამის კლუბი "მტკვარზე," შპს "ბასიანი" და შპს "მად."
ეს ინფორმაცია "კურიერისთვის" რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. მისი მოთხოვნის თანახმად, სამართალდამცველებს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ჩხრეკის ჩატარების უფლება ეძლევათ.