
This is a modal window.
"კლუბში გასართობად მისულ ახალგაზრდებს სპეცრაზმი სასტიკი ფორმებით გაუსწორდა," - ასე აფასებენ ოპოზიცის წარმომადგენლები ჩატარებულ სპეცოპერაციას.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, გახარიას უწყებამ მომხდარზე პასუხი უნდა აგოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აღნიშნავს, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები დიქტატორული მეთოდებია.
„ეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას და გასაგებია, რატომ ჩატარდა, ვითომდა, ეს სამარცხვინო სპეცოპერაცია. ეს არის იდიოტიზმი და ოროსნობა ზუსტად შსს-ს მხრიდან, როდესაც ნარკორეალიზატორებს ღამის კლუბების დარბევით ებრძვიან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი