19 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
ასეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ - თამარ კორძაია

„ასეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ და გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო სწორედაც რომ ძალის დემონსტრირება,“ - ასე აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

თამარ კორძაიამ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება მოჰყვება.

„8 ადამიანის დაკავებას მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები არ სჭირდება. ასეთი სპეცოპერაციები ტარდება ტერორისტების წინააღმდეგ და გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო სწორედაც რომ ძალის დემონსტრირება და ეს დაემთხვა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი საქართველოში უკვე ამ მეთოდებს არ მიიღებს, დასრულდა საბჭოთა მეთოდებით მმართველობა ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა 

დღის ამბები