19 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
ორ წელიწადში ერთხელ კამპანიურად რამდენიმე ნარკორეალიზატორის დაკავება არ არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა - კახა კუკავა

„ორ წელიწადში ერთხელ კამპანიურად რამდენიმე ნარკორეალიზატორის დაკავება, ეს არ არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა,“ - ეს განცხადება პარტია თავისუფალი საქართველოს  თავმჯდომარემ, კახა კუკავამ, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შეფასებისას  გააკეთა.

კახა კუკავას განცხადებით, საქართველო ნარკოტრანზიტის ქვეყანაა და ხელისუფლებამ იმ პირებს უნდა გამოუცხადოს ბრძოლა, ვინც ტრანზიტით არის დაკავებული.

„ჩვენ ვართ ნარკოტრანზიტის ქვეყანა, ამიტომ, აუცილებელი არის დაკავებული იქნეს და დაიწყოს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ტრანზიტით და იმპორტით არის დაკავებული, ვისაც შემოაქვს ნარკოტიკები საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისტრიბუტორების დაკავება არაფერ შედეგს არ შემოიღებს იმიტომ, რომ არ გადაყიდის ერთი, გადაყიდის მეორე,“ - განაცხადა კუკავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები