23 ივნისი 2018,   16:12
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ბათუმიდან და გურიიდან უერთდებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციას რეგიონებიდან უერთდებიან. ამ წუთებში, თბილისისკენ მოემართებიან ბათუმიდან და გურიიდან.

შეკრებილები გუშინ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

დღის ამბები