26 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
სამართალდამცველებმა აქციაზე ნეონაცისტური ჯგუფის წევრები დააკავეს

სამართალდამცველებმა აქციაზე ნეონაცისტური ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე, სადაც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირი "თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც, მათი შეფასებით, 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები