11 დეკემბერი 2019,   10:40
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია - სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის ჭურვებით არის აღჭურვილი

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია. წყლის ჭავლის მტყორცნი ორი მანქანა მობილიზებულია თბილისი მარიოტის მხარეს. ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც აღჭურვილი არიან ცრემლსადენი ჭურვებით. გადაკეტილი რუსთაველის გამზირი კინო რუსთაველის მხრიდანაც სადაც სპეცრაზმმა გზა ყვითელი ავტობუსებით გადაკეტა.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის გარდა, კონტრაქციას ნეონაცისტური ჯგუფები მართავენ, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და მეორე აქციის მონაწილეებთან მიახლოება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანიც.

ამ დროისთვის სამართალდამცავებს განცხადება არ გაუკეთებიათ და არ განუმარტავთ -ეს არის გაფრთხილება აქციის მონაწილეებისთვის თუ აპირებენ აქციის დაშლას. 

დღის ამბები