16 ივლისი 2019,   09:01
ვრცლად
ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ სპეციალური მანქანები მიიყვანეს, რომელსაც აქციის დასაშლელად იყენებენ

ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ და კინო-თეატრ "რუსთაველთან"  სამართალდამცველებმა მანქანები მიიყვანეს, რომელიც სპეციალურ ხმას გამოსცემს და რომელსაც აქციის დასაშლელად იყენებენ. ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმები. მათ კედელი აქვთ აღმართული. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია იმართება. პარლამეტის შენობის წინ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები