19 დეკემბერი 2024,   09:13
ვრცლად
ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის დეტალები აქციის მონაწილეებს გააცნო

აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულებულია. როგორც ბექა წიქარიშვილმა განაცხადა შს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგბელობას არ გაურბის. მისივე თქმით ხვალ 10:00 საათიდან გახარიასთან განიხილავს 12 მაისის მოვლენებს და მინისტრი მზად არის ყველა ის პირი, ვისი მხრიდანაც ადგილი ჰქონდა გადაცდომას, პასუხს აგებს.

გარდა ამისა ბექა წიქარიშვილის განცახდებით განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობა და ამასთან უახლოეს დღეებში აქციის მონაწილეები დაინახავენ პროგრესს.

„ესკალაციის რისკი რეალურად არის დიდი. ეს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მომხრეები პრობლემების,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის განცხადებით მინისტრის შემოთავაზების მიღება მათ არაფერს ვნებს. მან აღნიშნა, რომ  აუცილებელია თავიდან აცილებული იქნას დაპირისპირება და საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა. 

მიუხედავად ბექა წიქარიშვილის განცხადებისა , აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს რომ გახარიამ მათ საჯაროდ ბოდიში მოუხადოს. მათ ასევე უარი განაცხადეს აქციის დასრულებაზე. ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ  აქციის დაშლის გადაწყვეტილებას მხოლოდ თანამოაზრეებთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს.

დღის ამბები