19 დეკემბერი 2024,   08:57
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" ლიდერებმა ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღეს - აქცია რუსთაველზე დროებით დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ერთ კვირიანი ტაიმ-აუიტი აიღონ. ბექა წიქარიშვილის განცხადებით ამ ხნის განმავლობაში ორგანიზატორები იმუშავებენ შს მინისტრის გაცემულ დაპირებებზე და თუ კი ისინი არ შესრულდება, მაშინ აქციები განახლდება.

„თუ არ შესრულდება დანაპირები გავაგრძელებთ პროტესტს. ერთ კვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ, შაბათი იქნება გადამწყვეტი. ვაანონსებთ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქცია,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ის აქციის მონაწილეებს დაემშვიდობა შაბათამდე. 

აქციის მონაწილეებს მიმართა ბაია პატარაიამაც. მან თქვა, რომ  თუ დანაპირები არ შესრულდება ისე როგორც ეს მინისტრმა თქვა, მაშინ აქციები გაიმართება პერმანენტულად.

„დღევანდელი ამოცანა შესრულებულია წარმატებით ჩვენი მხრიდან,“-განაცხადა ბაია პატარაიამ და აღნიშნა, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს მთავრობას და თუ ის კანონს დაარღვევს ისევ გამოვა ქუჩაში.

მან ასევე მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ დაშლის დროს დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს იმისთვის რომ სახლებამდე მშვიდობით მივიდნენ. 

   

დღის ამბები