22 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - ეკა ბესელის განცხადებით გუნდში აზრი ორად არის გაყოფილი

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გუნდში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი.

ეკა ბესელიას უჭირს დააკონკრეტოს, მმართველი გუნდის წევრებს შორის შესაძლებელია თუ არა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დროული შეთანხმება.

„რაც შეეხება ოდენობების თუ სრულად ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხს, მე გამიჭირდება დღეს თქვენ გითხრათ, ეს რამდენიმე დღეში გადასაწყვეტი საკითხია, ამ ეტაპზე, შესაძლებელია, სრული კონსენსუსი თუ არა, იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ აქ არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება. მე მოსწრებადი მგონია, რომ ამ ეტაპზევე ეს გადაწყვეტილებები, სადაც შეთანხმება მიღწეულია, იქ მივიღოთ და რაზეც არ არის შეთანხმება, ეს დისკუსია გაიხსნება ახლა საჯაროდ, რაც აქამდე დახურულ ფორმატში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები