24 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ახალგაზრდების მკვლელობა ბათუმში - პროკურატურამ ოჯახებს საქმის გადაკვალიფიცირების პირობა მისცა

პროკურატურამ ბათუმში მოკლული ახალგაზრდების ოჯახებს, საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლის პირობა მისცა და ამისთვის ერთთვიანი ვადა ითხოვა. დაზარალებულ მხარს მთავარი პროკურორის მოადგილე შეხვდა.

იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ დანაპირები არ შეასრულა, გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად ხუციშვილის ოჯახები უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

მორიგი შეხვედრა პროკურატურაში ერთ კვირაში დაიგეგმა. პროცესი კი დღეს გაიმართება. ბათუმში მოკლულ ახალგაზრდებზე რეპორტაჟი „შაბათის კურიერში“ გავიდა, რის შემდეგ პროკურატურა დაინტერესდა და ოჯახის წევრები უწყებაში დაიბარა.

„ველოდებით, რომ მაქსიმუმ 20 წლამდე მისცენ ციხე, სამუდამო არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ ლინჩის წესით გასამართლებას სხვა გზა არ გვაქვს მეტი,“- ამბობს გიორგი ხაჭაპურიძის მამა ანტონ ხაჭაპურიძე.

დღის ამბები